3.10.12

სიცოცხლის წყაროს საზეიმო გახსნა

ეცერის საჯარო  სკოლაში  17 სექტემბერს ჩატარდა   ონისძიება ,,სიცოცხლის წყაროს“ გახსნა. საზეიმოდ გაიხსნა წყარო, ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები პატრიოტულ თემაზე, შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს თემები სამშობლოსთვის დაღუპული გმირების მოსაგონებლად. ღონისძიებას დაესწრო დაახლოებით 80 ადამიანი. ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები,  მშობლები ,სოფლის დეპუტატი და რწმუნებული.

12.6.12

კონკურსი თემაზე ,,ჩვენ გვინდა მშვიდობა"

პროექტის ,,სიცოცხლის წყარო'' ფარგლებში  გამოცხადდა კონკურსი თემაზე ,,ჩვენ გვინდა მშვიდობა''.ამ თემის დაწერაში მონაწილეობას მიიღებენ ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ამ თემის მიზანია ადამიანში აღძრას სამშობლოსადმი დიდი სიყვარულის გრძნობა და გაიგოს თავის სამშობლოში მშვიდობის ფასი.
ამ თემის ფარგლებში, ბავშვებს შეუძლიათ დაწერონ თავიანთი აზრები სამშობლოსადმი სიყვარულისა და მშვიდობის შესახებ. შეუძლიათ დაწერონ მისაბაძი გმირი ადამიანების მაგალითები, რომლებიც სამშობლოს დაცვას შეეწირნენ და გმირულად დაიღუპნენ.
ამ მაგალითების მოყვანამ დამსწრე საზოგადოებაში უნდა მოახდინოს სამშობლოს სიყვარულის უფრო გაღვივება და ჩვენი ისტორიისა და გმირების უფრო დაფასება.
იმედია ამ თემების წაკითხვით მსმენელიც ნასიამოვნები დარჩება.
ამ თემებს წავიკითხავთ ,,სიცოცხლის წყაროს'' გახსნის დღეს.
პროექტი  ,,სიცოხლის წყარო"  ხორციელდება CTC -ის  პროექტის ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით" მხარდაჭერით.

14.5.12

პროექტის პრეზენტაცია ეცერის საჯარო სკოლაში

პროექტის ,,სიცოცხლის წყარო" წარმომადგენლებმა ეცერის საჯარო სკოლაში გავაკეთეთ პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და ეცერის რწმუნებული.
პრეზენტატორებმა წარმოადგინეს პროექტი , რითაც წამოჭრილი პრობლების - სასმელი წყლის კეთილმოწყობის საქმიანობაში წვლილის შეტანა შესთავაზეს.
ასევე წარმოადგინეს პროექტის მიმდინარეობის სამოქმედო გეგმა, განსახორციელებელი საქმიანობების დეტალური აღწერა. მოწვეულმა სტუმრებმა სურვილი გამოთქვეს საკუთარი წვლილი შეეტანათ პროექტის განხორციელებაში.

30.4.12

პროექტის გამარჯვება

3 მარტს CTC-ის თანამშრომლები მოვიდნენ ეცერის საჯარო სკოლაში და გაგვაცნეს ჯიურის შენიშვნები და რეკომენდაციები. ჟიურის გადაწყვეტილებით აუცილებელი კორექტირების შემდეგ პროექტი ,,სიცოცხლის წყარო" ჩაითვლებოდა გამარჯვებულად.
შესაბამისად გაფორმდებოდა ხელშეკრულება.
ჟიურის რეკომენდაციების საფუძველზე პროექტში ადგილზე  შევიტანეთ შესწორებები. მოხდა პროექტის დახვეწა.
საბოლოო ვარიანტის ფორმით მივაწოდეთ CTC- ის თანამშრომლებს.
ამის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება და მოხდა პროექტის დაფინანსება.

როგორ დავწერეთ პროექტი

2011 წლის დეკემბერში CTC-ის ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით" ფარგლებში გამოცხადებული იყო მიკრო საგრანტო კონკურსი.
კონკურსის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ახალგაზრდული და განათლების კომპონენტის კოორდინატორის ია გურჩიანისგან.
ამის შემდეგ გადავწყვიტეთ მონაწილეობის მიღება საგრანტო კონკურსში.ეცერის საჯარო სკოლაში შევქმენით 2 საინიციატივო ჯგუფი. 
ჯგუფმა გამოკვეთა აქტუალური პრობლემა და მის მოსაგვარებლად დაიწერა პროექტები.ერთმა ჯგუფმა წარმოადგინა პროექტი ,,სიცოცხლის წყარო ", მეორე პროექტი ეხება ,, გარემოს დაცვას დაბინძურებისგან "  http://davicvatbuneba1.blogspot.com/ .
2 თებერვალს ორივე პროექტი წარვადგინეთ მესტიის CTC-ის ოფისში.

28.4.12

ტრენინგი ბლოგის შექმნაში

27-28  აპრილს ჩატარდა ტრენინგი ბლოგის შექმნაში მესტიის CTC-ის ოფისში.ტრენინგს ესწრებოდა პროექტის ,,სიცოცხლის წყარო" დირექტორი ქეთევან გურჩიანი.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებს ესწავლათ  ბლოგის შექმნა და მართვა.შეიქმნა პროექტის ბლოგი, რომელზეც განთავსდება ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ.ტრენინგი ჩაატარა CTC-ის თანამშრომელმა თეა მხეიძემ.
 ტრენინგი განხორციელდა CTC-ის პროექტის "ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით" ფარგლებში.