პროექტი


პროექტი: სიცოცხლის წყარო


პრობლემა, რომელიც უკავშირდება პროექტს

სოფ. ეცერის საჯარო სკოლის ეზოში წყაროს გაკეთება. სკოლას არა აქვს კეთილმოწყობილი სასმელი წყლის სისტემა. წყალი მოდის ეზოდან მოშორებით. ვინაიდან არ არის შემოსაზღვრული, ბინძურდება  და ჯანმრთლობისათვის საზიანო ხდება. წყაროს დაერქმევა აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზურა გურჩიანის სახელი.

ეს პრობლემა ეხება ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს.რომელთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 100 ადამიანს.
   
ჩვენ ვართ სოფ. ეცერის სკოლის მოსწავლეები. პროექტის დაფინანსება ჩვენთვის იქნება სასარგებლო და მთელი სკოლისთვის.

პროექტის მიზანი

სკოლის ეზოში გვექნება ლამაზი წყარო, დაცული ვიქნებით დაბინძურებული წყლის მიღებისაგან. სკოლის ეზო გალამაზდება. ჩვენი საქმიანობა სტიმული იქნება პრობლემების მოგვარებაში ახალგაზრდების ჩართულობისთვის. გარდა ამისა, სახელწოდება დაგვაფიქრებს ადამიანთა გმირობაზე, ომის საშინელებებსა  და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე.

პროექტის მიზნის მისაღწევად განვახორციელებთ შემდეგ საქმიანობებს:

  1. შეხვედრის მოწყობა პედკოლექტივთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან, რომელზედაც პრობლემის არსი გამოიკვეთება. ვისაუბრებთ  პრობლემის აქტუალობაზე.
  2. შევთავაზებთ საკუთარი წვლილი შეიტანონ პრობლემის მოგვარებაში. სამუშაო ჯგუფის შექმნა (ენთუზიასტები), ვინც ჩაერთვება საქმიანობაში.
  3. ზუგდიდში გამგზავრება და მასალების შეძენა
  4. წყაროს მოწყობა(არხის გათხრა/მილების ჩაყრა,კედლების ამოშენება.)
  5. თემების შეგროვება: „ჩვენ გვინდა მშვიდობა“
  6. პედკოლექტივის ჯგუფის შექმნა, რომლებიც მოიწონებენ საუკეთესო თემებს.
  7. ბავშვების მიერ დაწერილი თემების შერჩევა.
  8. ღონისძიების სცენარის დაწერა.
  9. ხალხის მოწვევა ღონისძიებაზე. (ტელეფონებითა და კარდაკარ სიარულით)
  10. ღონისძიების განხორციელება.

·       საზეიმოდ გაიხსნას  წყარო. გაიმართოს მსჯელობა სახელის შესარჩევად და დავარქვათ სახელი.
·       თემების წაკითხვა, სიმღერებისა და ლექსების შესრულება პატრიოტულ თემებზე, ალაფურშეტი