3 მარტს CTC-ის თანამშრომლები მოვიდნენ ეცერის საჯარო სკოლაში და გაგვაცნეს ჯიურის შენიშვნები და რეკომენდაციები. ჟიურის გადაწყვეტილებით აუცილებელი კორექტირების შემდეგ პროექტი ,,სიცოცხლის წყარო" ჩაითვლებოდა გამარჯვებულად.
შესაბამისად გაფორმდებოდა ხელშეკრულება.
ჟიურის რეკომენდაციების საფუძველზე პროექტში ადგილზე შევიტანეთ შესწორებები. მოხდა პროექტის დახვეწა.
საბოლოო ვარიანტის ფორმით მივაწოდეთ CTC- ის თანამშრომლებს.
ამის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება და მოხდა პროექტის დაფინანსება.
30.4.12
როგორ დავწერეთ პროექტი
2011 წლის დეკემბერში CTC-ის ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით" ფარგლებში გამოცხადებული იყო მიკრო საგრანტო კონკურსი.
კონკურსის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ახალგაზრდული და განათლების კომპონენტის კოორდინატორის ია გურჩიანისგან.
ამის შემდეგ გადავწყვიტეთ მონაწილეობის მიღება საგრანტო კონკურსში.ეცერის საჯარო სკოლაში შევქმენით 2 საინიციატივო ჯგუფი.
ჯგუფმა გამოკვეთა აქტუალური პრობლემა და მის მოსაგვარებლად დაიწერა პროექტები.ერთმა ჯგუფმა წარმოადგინა პროექტი ,,სიცოცხლის წყარო ", მეორე პროექტი ეხება ,, გარემოს დაცვას დაბინძურებისგან " http://davicvatbuneba1.blogspot.com/ .
2 თებერვალს ორივე პროექტი წარვადგინეთ მესტიის CTC-ის ოფისში.
28.4.12
ტრენინგი ბლოგის შექმნაში
27-28 აპრილს ჩატარდა ტრენინგი ბლოგის შექმნაში მესტიის CTC-ის ოფისში.ტრენინგს ესწრებოდა პროექტის ,,სიცოცხლის წყარო" დირექტორი ქეთევან გურჩიანი.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებს ესწავლათ ბლოგის შექმნა და მართვა.შეიქმნა პროექტის ბლოგი, რომელზეც განთავსდება ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ.ტრენინგი ჩაატარა CTC-ის თანამშრომელმა თეა მხეიძემ.
ტრენინგი განხორციელდა CTC-ის პროექტის "ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით" ფარგლებში.

Subscribe to:
Posts (Atom)